Sunday, November 1, 2015

ჩემი პროექტის პორტფოლიო

პროექტი იხილეთ აქ

მეცხრე ტრენინგ დღის რეფლექსია

ტრენინგის მეცხრე დღეს ტრენინგში მონაწილე ჯგუფის წევრებმა ერთმანეთს გავუზიარეთ გამოცდილება, დავეხმარეთ და თვალი გადავავლეთ ჩვენს მიერ შექმნილ მასალებს. მოდიფიცირება გავუკეთეთ სასწავლო პროექტის გეგმას, შევაფასეთ სასწავლო პროექტის პორტფოლიოები, გავაკეთეთ რეფლექსია მიღებულ ცოდნაზე, განვათავსეთ ბლოგზე ჩვენს მიერ შექმნილი სასწავლო პროექტის შაბლონი და ჩვენს მიერ შექმნილი სხვა რესურსები.  ტრენინგი საინტერესო და ნაყოფიერი იყო.

მეშვიდე და მერვე ტრენინგ დღის რეფლექსია

ტრენინგის მეშვიდე დღეს თვალი გადავავლეთ განვლილ მასალას. დავასრულეთ მუშაობა პრეზენტაციაზე, გადავამოწმეთ შეფასებისა და  სწავლების სტრატეგიები, მოვაწესრიგეთ ჩვენი პორტფოლიო.მერვე ტრენინგდღე საკმაოდ დატვირთული და მრავალფეროვანი იყო. შევცვალეთ ბლოგის დიზაინი, კიდევ ერთხელ გადავხედეთ ჩვენს  ნაშრომებს, გავაკეთეთ შეფასების რუბრიკები და დავადგინეთ ჩვენი პროექტის შეფასების კრიტერიუმები. წავიკითხეთ და განვიხილეთ ინტელის პროექტის მასალები. გავეცანით სასწავლო პროცესში გამოსაყენებელი აქტივობების ნიმუშებს და შევარჩიეთ ერთ ერთი აქტივობა  ჩვენი პროექტისთვის.

მეხუთე და მეექვსე ტრენინგ დღეების რეფლექსია

მეხუთე ტრენინგ დღეს განვიხილეთ მულტიმედიური შეფასების რუბრიკა და მოვარგეთ იგი ჩვენს პროექტს. ხოლო შემდეგ ტრენინგ დღეს კიგავაანალიზეთ მოსწავლის ნამუშევრის სტრუქტურა .

Saturday, October 17, 2015

მეოთხე ტრენინგდღის რეფლექსია

მეოთხე დღეს დავიწყე მუშაობა შეფასებებზე, კერძოდ მოსწავლეთა საჭიროებების დადგენაზე და წინარე ცოდნის შეფასებაზე. ამ შეფასების ინსტრუმენტების გამოყენება ხელს შემიწყობს პროექტის მიმდინარეობისას სწორად დავგეგმოთ აქტივობები და სწორად გავანაწილო დავალებები. რადგანაც უკვე მეცოდინება მოსწავლეთა მომზადების დონე და ის შესაძლო პრობლემები რაც შეიძლება პროექტის მიმდინარეობისას შემხვდეს.

Friday, October 9, 2015

მესამე ტრენინგდღის რეფლექსია

მესამე ტრენინგდღეს  ჩვენს საპროექტო თემას შევურჩიეთ საგნობრივი სტანდარტები, ჩამოვაყალიბეთ პროექტის მიზნები და მიმართულების მიმცემი კითხვები.  კი ჩაიარათხვები დაეხმარება მოსწავლეებს მოტივაციის ამაღლებაში. დღის დამთავრების შემდეგ შევავსეთ რეფლექსია. ტრენინგმა ნაყოფიერად ჩაიარა.

Sunday, September 20, 2015

პირველი მოდულის რეფლექსია

პირველ მოდულში გავეცანით პროექტებით სწავლების უპირატესობებს სტანდარტული სწავლებისაგან განსხვავებით.  ეს მეთოდი მეტად ეფექტურია და ძალიან გამომადგება სწავლა-სწავლების პროცესში. ვფიქრობ არ გამიჭირდება ინტელის ტრენინგის  ათვისება.