Sunday, November 1, 2015

მეშვიდე და მერვე ტრენინგ დღის რეფლექსია

ტრენინგის მეშვიდე დღეს თვალი გადავავლეთ განვლილ მასალას. დავასრულეთ მუშაობა პრეზენტაციაზე, გადავამოწმეთ შეფასებისა და  სწავლების სტრატეგიები, მოვაწესრიგეთ ჩვენი პორტფოლიო.მერვე ტრენინგდღე საკმაოდ დატვირთული და მრავალფეროვანი იყო. შევცვალეთ ბლოგის დიზაინი, კიდევ ერთხელ გადავხედეთ ჩვენს  ნაშრომებს, გავაკეთეთ შეფასების რუბრიკები და დავადგინეთ ჩვენი პროექტის შეფასების კრიტერიუმები. წავიკითხეთ და განვიხილეთ ინტელის პროექტის მასალები. გავეცანით სასწავლო პროცესში გამოსაყენებელი აქტივობების ნიმუშებს და შევარჩიეთ ერთ ერთი აქტივობა  ჩვენი პროექტისთვის.

No comments:

Post a Comment